მთავარისიახლეებისააპელაციომ ISFED-ის მოთხოვნა ხმების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა და გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

სააპელაციომ ISFED-ის მოთხოვნა ხმების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა და გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

Published on

სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა პროცესი, რომელიც 14 საათზე იყო ჩანიშნული. ისევ უცნობია მოსამართლეთა შემადგენლობა, რომელმაც საიას საარჩევნო დავები უნდა განიხილოს.

სააპელაციომ რამდენიმე ასეული სარჩელი გააერთიანა, სადაც საუბარია დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი – ფარულობის დარღვევის შემთხვევები.

დღევანდელი სხდომა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით ვეღარ გასაჩივრდება.

მესამე მხარედ არიან დავებში ჩართული პოლიტიკოსები.

იქამდე კი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა ხმების ხელახლა გადათვლაზე. სამაგიეროდ დააკმაყოფილა ცესკოს მოთხოვნა და გორის სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა 15 უბნის გადათვლის შესახებ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების გარდა, მეორე ინსტანციამ დღეს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზეც უნდა იმსჯელოს, რომელიც ცესკომ გაასაჩივრა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...