მთავარისიახლეებიცესკოს ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის გამართვას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის გამართვას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

Published on

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები გიორგი კალანდარიშვილს მოუწოდებენ, სხდომა მოიწვიოს და ახალი არჩევნების ჩატარებაზე იმსჯელოს. ოპოზიციონერები თანხმდებიან, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა მასიურად იყო დარღვეული, რაც თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო.

ის, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია, ამაზე ყველა საუბრობს. მომზადებულია სხვადასხვა მტკიცებულება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდება. ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არც ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის, – განაცხადა გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ხელახალი არცევნების დანიშვის მნიშვნელობაზე საუბრობს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ცესკოში დავით კირთაძე.

არჩევნებიდან 10 დღე გავიდა და ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის-ფარულობის დარღვევას. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლომ.

ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას,- განაცხადა დავით კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საიას სარჩელთან დაკავშირებით პროცესი გაიმართა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობა ნამდვილად დარღვეული იყო. მოსამართლემ სხდომაზე ექსპერიმენტიც ჩაატარა, ბიულეტენი გააფერადა და ელექტრონულ აპარატში შეაცურა. ამგვარად, ორ მუცინიპალიტეტის 30 უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...