მთავარისიახლეებისაზოგადოებახმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა-მოსამართლე ხუჭუა

ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა-მოსამართლე ხუჭუა

Published on

“სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა”, – განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, გაბათილდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ყველა ელექტრონული უბნის შედეგები.

“დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე.

რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.

სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები, არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, რომელიც დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას, ან მისმა ორგანიზაციამ, თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენაზე კანონით დადგენილი წესით”, – განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...