მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაპუაშვილი ადასტურებს, რომ არჩევნებზე "ოცნებამ" პარტიული ქოლ ცენტრები აამუშავა

პაპუაშვილი ადასტურებს, რომ არჩევნებზე “ოცნებამ” პარტიული ქოლ ცენტრები აამუშავა

Published on

“ოცნების” აღიარება – პაპუაშვილი ადასტურებს, რომ არჩევნებზე “ოცნებამ” პარტიული ქოლ ცენტრები აამუშავა. “ოცნების” ლიდერმა დღეს “პირველების” კითხვის საპასუხოდ, ფაქტობრივად, “შაბათის ეთერის” მოპოვებული მტკიცებულებების ნამდვილობა აღიარა.

ამასთან, პარლამენტის თავმდჯომარე დღეს ამტკიცებდა, რომ არჩევნებისთვის პარტიული ინფრასტრუქტურის გამოყენება კანონიერია და მათ შორის, ამას NDI-ც ურჩევდა.

უპირველეს ყოვლისა, როგორც თქვენ დარწმუნდით, ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, არის ის, რასაც NDI და IRI გვირჩევს, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი პარტიული მუშაობისა. ქუდზე კაციო, რომ ვწერდით ბანერებზე და ვაქვეყნებდით, რისთის ვაკეთებდით ამ ყველაფერს?მხადრაჭერაში ვრწმუნდით, მათ შორის, ვკითხულობთ, აპირებენ თუ არა არჩევნებზე წასვლას და შემდეგ არჩევნების დღეს ყველასთან გვაქვს კავშირი იმისთვის, რომ არავინ დარჩეს სახლში და ყველა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ მხარი დაგვიჭირა მილიონ 120 ათასმა ადამიანმა და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი პარტიული ინფრასტურა, – ამბობს პაპუაშვილი.

“პირველების” კითხვაზე, ითვალისწინებდა თუ არა NDI-ს რჩევები მათ შორის ამომრჩევლისთვის ფულის დარიგებასაც, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

NDI-ის სახელმძღვანელოში ბოლო მონიშნას თუ შეხედავთ, ეს არის თავაზიანი ბიძგება არჩევნებზე წასვლისკენ. ეს არის მთელი არსი პარტიული მუშაობისა, – ამბობს პაპუაშვილი.

შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს “ოცნებამ” ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო “ქართული ოცნების” ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...