მთავარისიახლეებისაზოგადოებალონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს

ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს

Published on

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, ის მისვლას არ აპირებს.

“პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო, მისვლას არ ვაპირებ“,- წერს თოლორაია.

წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:

პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;

ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.

ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.

დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა – ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, – წერს ის.

პროკურატურაში დაიბარეს “გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილიც, მანამდე კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე...

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

ცისფერ გალერეასთან "პუბლიკას" ჟურნალისტს სცემეს - გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გაბაძეს ფიზიკურად "ქართული ოცნების" ტიტუშკები...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

მოსამართლე ჩაგუნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. სასამართლო სხდომის შემდეგ...