მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკლესიის სამრეკლოსთან დაკრძალული ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტი ეზოს უკან გადაასვენეს

ეკლესიის სამრეკლოსთან დაკრძალული ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტი ეზოს უკან გადაასვენეს

Published on

ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, თეთრი გიორგის ეკლესიის სამრეკლოსთან დაკრძალული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავი განადგურებულია, ნეშტი კი უკანა ეზოში გადაასვენეს, – ამის შესახებ “მთის ამბები” იტყობინება. 

როგორც ეკლესიის დეკანოზი ‘მთის ამბებთან” ამბობს, საფლავის გადატანა “უმაღლეს დონეზე იყო შეთანხმებული”. 

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სამრეკლოსთან ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავი ზვიად გამსახურდიას დავალებით მოეწყო. ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწია საფლავის ქვასა და ჯვარს, რომლითაც მოპირკეთებული იყო “შეფიცულთა რაზმის” წევრის საფლავი. 

ალექსანდრე სულხანიშვილი საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. იგი ქაქუცას ერთ-ერთი მოადგილე იყო.

ალექსანდრე სულხანიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთში გადავიდა და მას შემდეგ, 66 წელი ემიგრაციაში გაატარა.

მასთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ–სატევარი, რომელიც საქართველოს დაუბრუნა. ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს, 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით „საქართველოს მიწა“. საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...