მთავარისიახლეებისექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

Published on

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა. (ამ რიცხვში შედის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 228 783 პირი. რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება).

აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობა 7.4%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის სექტემბერში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა. (აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული.) რაც შეეხება გასულ თვეს 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებდა (ამ რიცხვში შედის 226 721 ადამიანი რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.)

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 957 არასრულწლოვანია, (66 381 არის 6 წლამდე, 200 576 კი 6-18 წლამდე). მათგან 82 730 არასრულწლოვანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება. რაც შეეხება გასულ თვეს 2024 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 196 არასრულწლოვანი იყო.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...