მთავარისიახლეებიდაიცავი შენი ხმა! - ემიგრანტებმა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში აქციები დააანონსეს

დაიცავი შენი ხმა! – ემიგრანტებმა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში აქციები დააანონსეს

Published on

მიტაცებული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც. მარში ხმებისა და თავისუფლების დასაცავად, რომელიც ორგანიზაცია Promote Georgia-მ ხვალიდან დააანონსა, ევროპისა სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

აქციები იგეგმება აშშ-ის ქალაქებშიც.

ემიგრანტებს კონკრეტული პირობები აქვთ: ისინი მოითხოვენ დამოუკიდებელი ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარებას, მოუწოდებენ აშშ-სა და ევროკავშირს უკანონოდ ცნონ 26 ოქტომბრის არჩევნები, ოპოზიციისგან კი მოითხოვენ – ბოლომდე დაიცვან მათი ხმები, იმოქმედონ კოორდინირებულად და საკუთარ ამომრჩეველს მუდმივად გააცნონ გეგმები. ემიგრანტები ქართული ოცნების წევრების სანქცირებასაც ითხოვენ.

“2 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ერთიანდებიან საქართველოს მხარდასაჭერად. აქციები გაიმართება ევროპისა და ამერიკის არაერთ ქალაქში.

ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზში, ლონდონში, ჰამბურგში, ამსტერდამში, ბრემენში, ბრიუსელში, ზაარბრუკენში, შტუტგარდში, ფრანკფურტში, პრაღაში, ვენაში, მიუნჰენში, ვროცლავში, და სხვა მსხვილ ქალაქებში შეკრებილი ემიგრანტები გამოხატავენ სოლიდარობას სამშობლოს მიმართ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და მხარი დაუჭირონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაგმონ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი.

მსგავსი მასშტაბური გამოსვლები აჩვენებს, რომ მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ქართველები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის და აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას სამშობლოს მომავალთან დაკავშირებით.”

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...