მთავარისიახლეებიპოლიტიკაადმინისტრაციაში ზოგი დოკუმენტი 75 წლით, ზოგი 5 წლით, ზოგიც საერთოდ არ ინახება...

ადმინისტრაციაში ზოგი დოკუმენტი 75 წლით, ზოგი 5 წლით, ზოგიც საერთოდ არ ინახება – ცესკოს პრესსპიკერი

Published on

“გახარია საქართველოსთვის” სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

ბრალდებაზე, რომ ცესკო შლის ბაზებს, რომლებზე წვდომის შემთხვევაშიც შეიძლება დამტკიცდეს არჩევნების გაყალბება, ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დოკუმენტაციისა და ბაზების შენახვის წესი განისაზღვრება საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით:

“საარჩევნო ადმინისტრაცია არის ინსტიტუცია, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს. რაც შეეხება ბაზებზე ინფორმაციის განთავსებას, ხანგრძლივობას და მათ წაშლას, მინდა მოგახსენოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურით განისაზღვრება აღნიშნული საკითხი, არის დოკუმენტები საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც 75 წლის ვადით ინახება, ზოგიერთი 5 წლის, ზოგიერთი 1 წლის ვადით, ზოგი საერთოდ არ ინახება და არ არის მსგავსი განსაზღვრება გაკეთებული ზოგიერთ დოკუმენტებთან მიმართებაში.

თუმცა, გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო ჩანაწერი ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურაში. შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით იქნება შენახული და შემდეგ უკვე განადგურებული”, – აცხადებს ნათია იოსელიანი.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...