მთავარისიახლეებიორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა

ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა

Published on

საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტენსონის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

თბილისში ვიზიტად მყოფმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი და დემოკრატიული უწოდა, მაშინ როდესაც არჩევნების დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დგას და ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს.

ორბანის კომენტარზე საპასუხოდ, ულფ კრისტერსონმა შვედურ მედიასთან განაცხადა, რომ უნგრეთის ლიდერი არ საუბრობდა შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით, მაგრამ “შესაძლოა საუბრობს რუსეთის სახელით”.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, მათი ელჩის მისვლა უნგრეთის საგარეო სამინისტროში, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...