მთავარისიახლეებიმოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას -ბოკუჩავა

მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას -ბოკუჩავა

Published on

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა:

“უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი – რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არჩევნების შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი.” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ აღიარა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი და ამით დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს.

ცნობისთვის, ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, სწორედ ფარულობის დარღვევის საფუძველზე. ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ცესკოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.

“ენმ-ს და საიას სარჩელებს ცესკო ეხმაურება კომიკური ფეისბუქ ფოსტით და საარჩევნო ბიულეტენის გრამებში ასახული წონითი მოცულობის მონაცემებით ცდილობს თავის გამართლებას.

ბატონო გიორგი, რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენი – უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და შესაბამისად დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი, რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არა ქაღალდის სისქეზე კომიკური პოსტების წერას, არამედ არჩევნების შედეგების გაუქმებას.

დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც აფიქსირებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაჟონილი მარკერის სავსებით ხილვად კვალს.

კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად ფიქსირდება ფაქტი, რომ უშუალოდ ხმის მიცემის აპარატთან ყველა უბანზე იდგა ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც კამერასთან ერთად მანუალურად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს.

აღნიშნულს განსაკუთრებით აადვილებდა საარჩევნო სუბიექტების ნუმერაცია. ზეწოლის ქვეშ გაკეთებულ სახელისუფლებო არჩევანის დაფიქსირება აპარატთან მდგომი კომისიის ქართული ოცნების წევრის მიერ, იყო უკიდურესად მარტივი, რადგან ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას, ცხადად ჩანდა ბიულეტენის ქვედა ნაწილში მარკერის სრულიად ხილვადი კვალი, მაშინ როცა ბარიერ გადალახული ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ნომერი იყო ბიულეტენის შუა ან ზედა ნაწილში. სხვა საარჩევნო მანიპულაციებით ყველაზე მეტი ხმა წაგვართვეს სწორედ ჩვენ – “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” – ამბობს ბოკუჩავა.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...