მთავარისიახლეებიპოლიტიკარა თქმა უნდა, სიები ჩახსნილია, რა თქმა უნდა, შედეგებს არ ვაღიარებთ, რა...

რა თქმა უნდა, სიები ჩახსნილია, რა თქმა უნდა, შედეგებს არ ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, მანდატებს არ ვიღებთ – თინა ბოკუჩავა

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, რომელიც ოპოზიციის ლიდერების დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

“ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა’ იყო ძალიან ცხადი და მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა და, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ არ ვიღებთ ამ შედეგებს, პარტია სრულად თმობს იმ მანდატებს, რომლებიც, თეორიულად, შესაძლოა, მიგვეღო, მაგრამ ეს არის გაყალბებული არჩევნები და ბუნებრივია, გაყალბებული არჩევნების შედეგად ვერანაირი მანდატების გადანაწილება ვერ მოხდება, რადგან ეს მანდატები ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც ის საარჩევნო შედეგი, რომელსაც ახლა ივანიშვილი გვთავაზობს. 

ჩვენ ხომ არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს იმიტომ რომ ეს არის მოპარული არჩევნები, რომელიც რუსეთმა ჩაატარა საქართველოს ხელისუფლების, მისი ინსტიტუტების გამოყენებით და ახლა ცდილობს რომ ამ ფორმით შემოვიდეს საქართველოში. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ მივიღოთ ეს საარჩევნო შედეგი, ჩვენ რომ ხელში დავიკავოთ ეს მანდატები, ეს არის იმის აღიარება, რომ რუსეთი ამ ფორმით შემოვიდა საქართველოში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ და აქვე დამატებით უპასუხა შეკითხვას სიების ჩახსნასთან დაკავშირებით: 

“რა თქმა უნდა, ასევე ჩაიხსნება სიები, რაც არის იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილი. კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, სიების ჩახსნით, რაც აუცილებლად მოხდება – ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია: რა თქმა უნდა, სიები არის ჩახსნილი, რა თქმა უნდა, მანდატებს არ ვიღებთ, რა თქმა უნდა, შედეგებს არ ვაღიარებთ, რადგან ამ არჩევნების შედეგების აღიარება, როგორც გუშინ ძალიან კარგად თქვა პრეზიდენტმა, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ამ სპეცოპერაციით ქვეყანაში შემოვიდა რუსეთი და საქართველომ დაკარგა ევროპული არჩევანი. ჩვენ ამას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში არსებობს ამგვარი კონსოლიდაცია პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...