მთავარისიახლეებიდუგინი ქართველ ემიგრანტ ამომრჩევლებს მოღალატეებს უწოდებს

დუგინი ქართველ ემიგრანტ ამომრჩევლებს მოღალატეებს უწოდებს

Published on

ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტმა და კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა ემიგრანტ ქართველ ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა ოპოზიციას მისცეს გადასახლებულები და მოღალატეები უწოდა.

თუ ხარ ქართველი, ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოს. და თუ არ ხარ საქართველოში და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, რანაირი ქართველი ხარ? შენ რელოკანტი და მოღალატე ხარ”, – წერს Telegram-ში დუგინი.

დუგინი გამოეხმაურა იმ ამბავს, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ “ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 13% მიიღო:

“ჩემი ნება რომ იყოს, მხოლოდ 13% ჩავუთვლიდი “ოცნებას“ და სხვა ხმებს საერთოდ არ გავაბათილებდი.“

პოსტის ბოლოს დუგინი წერს, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა ხმა მხოლოდ “ოცნებას“ ან მასზე “რამე უკეთესს” უნდა მისცენ:

“თავდაპირველად (ამომრჩეველმა) უნდა გაიაროს ფეისკონტროლი, OSINT(ღია წყაროების დაზვერვა)-ის პროცედურა და მხოლოდ შემდეგ უნდა მისცეს ხმა, ისიც მხოლოდ ქართულ ოცნებას ან რამე უკეთესს, პროქართულსა და საფუძვლიანს”.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...