მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ ვნახეთ პირდაპირ გამოყენებული რუსული პროპაგანდა, მთავრობა რუსეთთან ხელჩაკიდებული მუშაობდა - სალომე...

ჩვენ ვნახეთ პირდაპირ გამოყენებული რუსული პროპაგანდა, მთავრობა რუსეთთან ხელჩაკიდებული მუშაობდა – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ გამომცემლობა The Associated Press-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ დაგეგმილ დემონსტრაციებს.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის ზეწოლის მსხვერპლია, რუსეთი კი მიზნად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების ჩაშლას ისახავს.”ჩვენ ვნახეთ პირდაპირ გამოყენებული რუსული პროპაგანდა” – ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, მთავრობა “რუსეთთან ხელჩაკიდებული მუშაობდა” და არსებობს იმის ალბათობაც, რომ მმართველმა პარტიამ დახმარება მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებისგან მიიღო.

“პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქართველებს შეუძლიათ იმის ჩვენება, რომ მათი ხმები და მომავალი მოიპარეს”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა AP-ს ინტერვიუში. როგორც წერს AP, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ აშშ და ევროკავშირი დემონსტრაციებს მხარს დაუჭერენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...