მთავარისიახლეები4 ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციები პრეზიდენტის წარმომადგენელთან დასრულდა - ლიდერები გეგმას აქციაზე გააჟღერებენ

4 ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციები პრეზიდენტის წარმომადგენელთან დასრულდა – ლიდერები გეგმას აქციაზე გააჟღერებენ

Published on

ოთხი ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრებოდა დასრულდა. პოლიტიკური ლიდერები თითქმის 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ არჩევნები ჩატარდა რუსული სპეცოპერაციით და ის არათუ გაყალბდა, არამედ ქართველ ხალხს წაართვეს არჩევანი.

ხაზარაძის თქმით, დღეს საღამოს აქციაზე გაჟღერდება სამოქმედო გეგმა – “ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას…არამარტო ტექნიკურ საკითხებზე, კიდევ ერთხელ განვიხილეთ და მიდის მუშობა საერთაშორისო პარტნიორებთან. რამდენიმე ქვეყანამ არ დაადასტურა და კიდევ ველოდებით სხვა ქვეყნებისგან განცხადებებს” – აღნიშნა ხაზარაძემ.

ანა დოლიძემ კი დაადასტურა, რომ “ძლიერი საქართველო” პარლამენტში შესვლას არ აპირებს – “ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ” – თქვა ანა დოლიძემ.

ირკვევა, რომ პარლამენტში არ შედის არც “გახარია საქართველოსთვის”.

მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურეს “კოალიცია ცვლილებებისა” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...