მთავარისიახლეებიცესკომ ხმების 99.64% დათვალა

ცესკომ ხმების 99.64% დათვალა

Published on

ამ დროისათვის ცესკომ 3111 საარჩევნო უბნიდან 3100 საარჩევნო უბნის შედეგები დათვალა, რაც ჯამურად 99.64% ხმების შედეგია. ამის შესახებ გიორგი კალანდარიშილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს თავმდჯომარის განცხადებით, დასათვლელია საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შედეგები. მისი თქმით, ელოდებიან დამატებით 9 უბნის შედეგების გადაგზავნას.

3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 სააღჩევნო უბნის შედეგი. აქედან ორი გახლავთ ერთი მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი და ასევე გახლავთ მეორე, დუშეთის შემთხვევაში, სადაც ამ ეტაპისთვის არ არის ოქმი მიღებული. დანარჩენი 9 შემთხვევა, ეს არის უცხოეთის საარჩევნო უბნები, საიდანაც ველოდებით შესაბამისი შედეგების გადმოგზავნას.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ამომრჩეველთა ხმები გადანწილდა შემდეგნაირად:

კოალიცია „ცვლილებისთვის“ – 10.92%
„ერთიანობა ნაციიონალური მოძრაობა“ – 10.12%
„ძლიერი საქართველო“ – 8.78%
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76%
„ქართული ოცნება“ – 54.8%

ველოდებით 9 საარჩევნო უბნის შედეგებს, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...