მთავარისიახლეებისაზოგადოებადაფიქსირდა მოსყიდვის 3 შემთხვევა - თანხის ოდენობა იყო 100 ლარი- ISFED

დაფიქსირდა მოსყიდვის 3 შემთხვევა – თანხის ოდენობა იყო 100 ლარი- ISFED

Published on

“სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ პირველი დარღვევები დააფიქსირა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იყო უბნების გახსნის დაგვიანების შემთხვევებიც, ასევე შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება და ფიქსირდება ფულის გადაცემაც:

“სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მერ მოწოდებული ინფორმაციით საარჩევნო უბნების დაახლოებით 75% იყო მზად 8 საათზე კენჭისყრის დასაწყებად და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა როდესაც უბანი გაიხსნა 9-ის ნახევარზე. ” აღნიშნა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მათი ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებზე არ დაუშვეს და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოაძევეს დამკვირვებლები.

ISFED-მა სამ უბანზე მოსყიდვის შემთხვევებიც დააფიქსირა:

“საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ და ამ ეტაპისთვის გვაქვს მოსყიდვის 3 შემთხვევა – ტყიბულის პირველი, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მესამე უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი” განაცხადა დოლიძემ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...