მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რამდენიმე უბანზე მაგიდები არასწორადაა განლაგებული - ანა წითლიძე

ზუგდიდის რამდენიმე უბანზე მაგიდები არასწორადაა განლაგებული – ანა წითლიძე

Published on

„ზუგდიდის მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებზე ამ წუთის მონაცემებით მაგიდები
ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება განახორციელოს
დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა. მივმართავ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო
კომისიას და ცესკოს, ახლავე გაეცით ბრძანება თქვენს კომისიის თავმჯდომარეებზე,
რომ მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ
დამკვირვებლებს არჩევნების დღეს.“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“
ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ

ანა წითლიძის განცხადებით – “ერთი დღე დარჩა გამარჯვებამდე და ზუგდიდი და
სამეგრელო ემზადება ამ გამარჯვებისთვის. ზუგდიდის 70 უბანში 2000-ზე მეტი
კომისიის წევრი და დამკვირვებელი დაიცავს თითოეული ზუგდიდელის ხმას, ამიტომ
თითოეულმა ზუგდიდელმა, რომელიც ხვალ მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ბოლომდე
დაცული და მას დაიცავენ ჩვენი დამკვირვებლები და ჩვენი კომისიის წევრები.
იმისთვის, რომ ხვალ სრულყოფილად მიმდინარეობდეს საარჩევნო პროცესი უბნებში,
მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის 70-ვე უბანში დამკვირვებლებს ჰქონდეს
შესაძლებლობა სრულყოფილად დააკვირდნენ რეგისტრატორს. ეს გამორიცხავს
შესაძლებლობას, რომ ყალბი პირადობის მოწმობით შესულმა პირმა სხვა ადამიანის
სახელით მისცეს ხმა. ჩვენ გუშინ მივმართეთ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას
და ვთხოვეთ მას, რომ უბნებში დაეორგანიზებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო
მაგიდების განლაგება იმის მიხედვით, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა
ყველა მხრიდან დააკვირდნენ რეგისტრატორს. რადგან ელექტრონულია არჩევნები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოსული ამომრჩევლის პირადობა და რეგისტრატორის
პლანშეტზე არსებული პირადობა და სია დაემთხვეს ერთმანეთს და ამის გადამოწმების
შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვენს კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს. ეს პროცესი
ახლა მიმდინარეობს ზუგდიდის 70 უბანში, პრობლემები გამოიკვეთა ზუგდიდის მე-10,
44-ე, მე-7 უბანზე და ასევე, მე-9 და 30-ე უბანზე. ამ უბნებზე ამ წუთის მონაცემებით
მაგიდები ისე არის განლაგებული, რომ შეუძლებელია მასზე დაკვირვება
განახორციელოს დამკვირვებელმა ან კომისიის წევრმა.

მივმართავ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და მივმართავ ასევე ცესკოს, რომ
პირდაპირ გიწერიათ კანონში, რომ დამკვირვებელს და კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა იმისი, რომ ნებისმიერი მხარიდან, საიდანაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ,
მიეცეს შესაძლებლობა დააკვირდეს და გადაამოწმოს თითოეული ამომრჩეველი,
ამიტომაც მოგიწოდებთ ახლავე გაეცით ბრძანება თქვენს კომისიის თავმჯდომარეებზე
ჩემს მიერ დასახელებულ უბნებში მე-10, 44-ე, მე-7, მე-9 და 30-ე უბნებზე და
ზუგდიდის სხვა უბნებშიც, რომ მაგიდები განლაგდეს ისე, რომ დაკვირვების
შესაძლებლობა ჰქონდეთ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს. ჩვენ ამასთან
დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს,

რომლებიც დააკვირდებიან ხვალ ყველა უბანზე არჩევნებს და უნდა იცოდეს ყველა
კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბრძანებებს
და „ქართული ოცნების“ ბრძანებებს, რომ ნებისმიერ დარღვევა უბანზე გამოვლინდება
და თქვენ არ მოგცემენ შესაძლებლობას იმისი, რომ რამე უკანონობა ჩაიდინოთ უბანზე.“
– განაცხადა ანა წითლიძემ

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...