მთავარისიახლეებისაზოგადოებაცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს

Published on

21 ნოემბერია ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე დოკუმენტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და ასევე, მას გამოსაქვეყნებლად “საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.

პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე იყოფა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი დღის ვადაში ცესკო არჩეულ პარლამენტის წევრებს რეგისტრაციაში გაატარებს და მათ პარლამენტის წევრად არჩევის დროებით მოწმობას მისცემს.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...