მთავარისიახლეებიოპოზიციის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას მხოლოდ "ოცნების" მხარდამჭერებს აძლევენ და პროცესს...

ოპოზიციის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას მხოლოდ “ოცნების” მხარდამჭერებს აძლევენ და პროცესს ენგურჰესის დირექტორი ხელმძღვანელობს

Published on

ოპოზიციისთვის ცნობილი ხდება, რომ ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას შერჩევითად აძლევენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, რაც ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან და “ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეთანხმებით ხდება.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლის ცნობით, ამ პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ხელმძღვანელობს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლებას მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს აძლევს.

“მებონია, რომელიც არის ჰესის ხელმძღვანელი და ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხელმძღვანელობს უშუალოდ. ანუ, ის აძლევს შესაძლებლობას “ქართული ოცნების” მომხრეებს აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდნენ. დანარჩენებს არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა” ამბობს “კოალიცია ცვილებისთვის” წევრი.

იგივე ინფორმაცია აქვს წალენჯიხის მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიასაც:

“ენგურჰესის ხელმძღვანელი, რომელიც არის წალენჯიხის საკრებულოში “ოცნების” კვოტით საკრებულოს წევრი, ბატონი მებონია აორგანიზებს და გამშვები პუნქტიდან გადმოჰყავს ენგურჰესის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც გარანტირებულად მისცემენ ხმას “ქართულ ოცნებას”. ასევე, მოიძიეს ის ადამიანები, რომლებსაც ფულისა და სხვა დაპირებების ფონზე ჩამოართვეს პირობა, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” მისცემენ ხმას”, – ამბობს ბელქანია.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტა. რაც შეეხება მებონიას. მასთან დაკავშირებით მსგავსი ბრალდებები რამდენიმე კვირის წინაც გაჟღერდა, თუმცა მან ყველაფერი კატეგორიულად უარყო.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...