მთავარისიახლეები"26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისთვის" - მიხეილ სააკაშვილის სტატია...

“26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისთვის” – მიხეილ სააკაშვილის სტატია Washington Post-ზე

Published on

“26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “ვაშინგტონ პოსტისთვის” დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები დიდი ხნის განმავლობაში გავლენას მოახდენს შავი ზღვის რეგიონზე, უკრაინის ჩათვლით. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დეტალურად ყვება მის პოლიტიკურ პატიმრობასა და პრორუსი ოლიგარქის, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. არჩევნების კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი პარტია “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” “ანტიივანიშვილის” ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს დასავლეთის ორბიტიდან სულ უფრო აშორებს, რის გამოც აშშ-მ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.

“ვლადიმერ პუტინი ყურადღებით აკვირდება არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. საქართველო, 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, პატარა ქვეყანაა, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე პუტინი თვლის, რომ საქართველოს კონტროლი მას დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფნებზე ძალაუფლებას აძლევს. უფრო ღრმა, პიროვნულ დონეზე, პუტინი ვერ ეგუება დამოუკიდებელი საქართველოს ცნებას. მას სძულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის წარმატება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი…. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სანქციები და “მზად არის წინ წასასვლელად” ივანიშვილის წინააღმდეგ. მაშ, რას ელოდება ვაშინგტონი? სანქციებთან ერთად, რომლებიც ამომრჩევლებს აშკარად მიანიშნებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას დასავლეთის ორბიტიდან გამოჰყავს, შეერთებულმა შტატებმა უფრო ხმამაღლა უნდა აღნიშნოს, რამდენად ყურადღებით ადევნებს თვალს დარღვევებს ამ შაბათ-კვირის კენჭისყრის დროს. საქართველოს მრავალტანჯულ სამოქალაქო საზოგადოებას ყველანაირი დახმარება სჭირდება. მოპარული არჩევნების შემდეგ, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...