მთავარისიახლეებიჩხრეკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მომუშავე ექსპერტების სახლებში - გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს

ჩხრეკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მომუშავე ექსპერტების სახლებში – გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს

Published on

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მომუშავე ექსპერტების სახლებს ჩხრეკენ. ფინანსური პოლიცია შევიდა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში.

მანამდე ჩხრეკა იყო ასვე ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი თანამშრომლის სოფო გელავას საცხოვრებელ სახლშიც. სოფო გელევა პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის მეუღლეა და თავდაპირველად ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ სწორედ ნონიაშვილმა გაავრცელა. გელავას სახლიდან სამართალდამცველებმა წაიღეს ტექნიკა, ლეპტოპები, პირადი მობილური ტელეფონი და გელავასა და ნონიაშვილის 12 წლის შვილის სასკოლო ლეპტოპი.

სამართალდამცავ უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია რა გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ოჯახის ადვოკატს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს- თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება. საქმე ეხება ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას- “ევროფასთ ინტერნეიშენალს”. სოფო გელავა ამბობს, რომ მას უშუალო კავშირი დასახელებულ კომპანიასთან არ აქვს:

“მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში და ვიკვლევ სახელისუფლებო და პრორუსულ ჩარევებს საქართველოში და დეზინფორმაციას. დეტალები არ მოუწოდებიათ, წაიღეს ლეპტოპი და ტელეფონი , ასევე ჩემი მეუღლის ლეპტოპი” ამბობს სოფო გელავა.

მისივე თქმით, დაიბარეს გამოკითხვაზეც, თუმცა მივლენ თუ არა ფინანსურში, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

რაც შეეხება კომპანიას, რომლითაც ფინანსურია დაინტერესებული, გელავას ცნობით, ეს არის ეიჩარ-კომპანია, რომელიც აუთსორსზე მუშაობს და მათთან არანაირი შეხება არ აქვს.

“ჩემი მეუღლე არის მკვლევარი, მე ვეწევი პოლიტიკურ საქმიანობას და ამ ვითარებაში ჩემი ოჯახიდან წაიღეს ყველა კუთვნილი დივაისი, მათ შორის, არათუ ჩემი მეუღლის და ჩემი, არამედ ჩემი 12 წლის შვილის სასკოლო კომპიუტერი. ეს ერთის მხრივ კომიკურია, მეორეს მხრივ- არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს” – ამბობს ნონიაშვილი.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის ცნობით, ჩხრეკის მიმდინარეობის დროს დარღვევები არ ყოფილა, თუმცა მთლიანად პროცესი უკანონოა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ჩხრეკის ორდერი უკანონოდ აქვს გაცემული – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მისცა ნებართვა საგამოძიებო ორგანოებს ჩხრეკისა, ისე, რომ არც კი ჩაწერა თუ რა არის ძებნის საგანი, რაც აუცილებელი კომპონენტია.” – ამბობს თუთბერიძე.

გელავასა და ნონიაშვილის მსგავსად, პირადი ტექნიკა ამოიღეს რუსული დეზინფორმაციის კიდევ ერთი მკვლევარის, ეთო ბუზიაშვილის სახლიდანაც.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...