მთავარისიახლეებიაფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს

Published on

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვეტილება მიიღო ე.წ საზღვარზე არსებული ვითარება დამატებით საპოლიციო ძალების მეშვეობით გააკონტროლოს.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, “პრეზიდენტისგან” მიღებული დავალებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გარკვეულ ძალებს შეიყვანენ “მესაზღვრეების სამუშაოს გასაძლიერებლად”.

ლოლუას სიტყვებით, მსგავსი პრაქტიკისთვის მანამდეც მიუმართავთ და ე.წ. საზღვარი ჩაუკეტავთ დანარჩენ საქართველოსთან, “რიგი მოვლენების გათვალისწინებით“ .მანამდე გახდა ცნობილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამო 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტოს ე.წ. საზღვარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მიუთითა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებზეც. მისი თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მათ “შესაძლოა აქცენტი აფხაზეთზე გადაიტანონ“. ლოლუას მიერ მოყვანილი ყველა ციტატა მმართველი პარტიის, “ქართულმა ოცნების” საარჩევნო ვიდეოდან იყო თარგმნილი და “მეორე ფრონტის” გახსნის ნარატივს უკავშირდებოდა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....