მთავარისიახლეები"ქართული ოცნება" 61 - ოპოზიცია 89 მანდატი - ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს გამოკითხვა

“ქართული ოცნება” 61 – ოპოზიცია 89 მანდატი – ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს გამოკითხვა

Published on

ტელეკომპანია “მთავარი არხისთვის” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სავანტა ჯგუფმა (Savanta Group), “მედიის თავისუფლების ფონდის” დაკვეთით.

“სავანტა” არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა.

დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 35%
კოალიცია ცვლილებისთვის – 19.%
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 16%
ძლიერი საქართველო – 9%
გახარია საქართველოსთვის – 8%
გირჩი – 3%
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
სხვა – 5%

არჩევნების ასეთი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება:

ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 61 დეპუტატი
კოალიცია ცვლილებისთვის – 33 დეპუტატი
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 28 დეპუტატი
ძლიერი საქართველო -15 დეპუტატი
გახარია საქართველოსთვის – 13 დეპუტატი

ჯამში – ქართული ოცნებას ეყოლება 61, ოპოზიციას კი – 89 დეპუტატი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
სხვა – 5%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81% (1520 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...