მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში შსს-ს პოლკოვნიკი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან "საეჭვო ოჯახის წევრთა" პირადობის მოწმობებს...

ზუგდიდში შსს-ს პოლკოვნიკი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან "საეჭვო ოჯახის წევრთა" პირადობის მოწმობებს ითხოვდა, ეს თანამშრომლები საერთაშორისო დამკვირვებლებს შევახვედრეთ – ანა წითლიძე

Published on

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ
პოლკოვნიკი პოლიკარპე ჯღამაძე ზუგდიდში გდდ-ს
თანამშრომლებს “საეჭვო ოჯახის წევრთა” სიასა და პირადობის
მოწმობებს სთხოვდა, რათა ისინი არჩევნებზე არ წასულიყვნენ.
ანა წითლიძის თქმით:
“ქართული ოცნების უსუსური და უბადრუკი მცდელობა, პირადობა
ჩამოართვას და სახლში დატოვოს ოპოზიციურად განწყობილი
ამომრჩევლები, ყოველდღიურად სრულდება კრახით ზუგდიდში.
დღეს მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება
ზუგდიდში შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს.
ზუგდიდში ამ დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილებაა და ისინი
არიან სანქცირებული “ხარებას” ზედამხედველობის ქვეშ. რამდენიმე
დღის წინ ჩვენ ამ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს
ინფორმაციას, რომ დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი
პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ჯერ ოჯახის წევრების სიას,
შემდეგ კი იმ საეჭვო ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების
მიტანას განყოფილებაში, რომლებიც არ აძლევენ ხმას “ქართულ
ოცნებას”.
მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენ გვქონდა
შესაძლებლობა, რომ ამ თანამშრომლებს პირადად ესაუბრათ
საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის
წარმომადგენლებთან. ამ ადამიანებმა დაასახელეს უკანონო
დავალებების მიმცემ პირთა სახელები და გვარები.

ჩვენი რეაგირების შემდეგ, პოლიკარპე ჯღამაძემ ეს ადამიანები
დაიბარა და უთხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია სადამკვირვებლოო
მისიების ინფორმირებულობის შესახებ და ამ ადამიანებს გაუუქმდათ
პირადობის მოწმობების მიტანის ვალდებულება.
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უკანონო ბრძანებებს აღარ
ასრულებენ ამაყი საქართველოს მოქალაქეები, ზუგდიდელები და ეს
უკანონო ბრძანება პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ
სრულდება კრახით.
მაგრამ ახლა მე მინდა მივმართო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტს და პოლკოვნიკ პოლიკარპე ჯღამაძეს: ხომ ნახეთ, რომ
თქვენი უკანონო ბრძანება დასრულდა კრახით, ხომ ნახეთ, რომ
თქვენი თანამშრომლები ამ ბრძანებას არ ასრულებენ, თქვენ იცით,
რომ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებისთვისაც ეს უკანონო
დავალება გაქვთ მიცემული. მოგიწოდებთ, რომ დღის ბლომდე
კეთილი ინებოთ და ეს ადამიანები გაათავისუფლოთ ამ
ვალდებულებისგან”, – განაცხადა ანა წითლიძემ საგანგებო
ბრიფინგზე.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...