მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართულ ქარტიაზე ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული - ნიკა გვარამია

ქართულ ქარტიაზე ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული – ნიკა გვარამია

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, ქართულ ქარტიაზე ხელმოწერები იქნება დაცული:

“ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული. პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც.

სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე, პირველ რიგში, ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის – ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშინდელი საზოგადოების სურვილი, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და თუ ხელს გვიშლიან ამაში, და გვიშლიან ზოგიერთები, ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ ვინც ამაში ხელს გვიშლის.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, არჩევნებამდე 4 დღით ადრე პრეზიდენტი პროდასავლურ პარტიებთან დახურულ ფორმატში კონსულტაციებს მართავს. ადმინისტრაციაში ნიკა გვარამიას შემდეგ, მამუკა ხაზარაძე მივიდა, თუმცა მას არც შეხვედრის დაწყებამდე და არ დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...