მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი; სასოწარკვეთილი და შეშინებულია -...

ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი; სასოწარკვეთილი და შეშინებულია – გახარია

Published on

მოვისმინეთ, რომ ფულის გამო, მილიარდების გამო, ქვეყნის საგარეო ინტერესებით ვაჭრობდა – ასე აფასებს გიორგი გახარია ოლიგარქის გუშინდელ განცხადებებს და იმ მუქარას პასუხობს, რომელიც ივანიშვილმა სამთავრობო “იმედიდან” გააჟღერა:

“ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ”- თქვა გახარიამ, რის შემდეგაც მას განცხადება გააწყვეტინა და შეკითხვის დასმა სცადა, ისევ იგივე სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა, საიდანაც წუხელ ივანიშვილი იმუქრებოდა:

“მეტი რომ ვერაფერი შეძლო, “იმედიდან” პროვოკატორი გამოგვიგზავნა” – აღნიშნა გახარიამ და განაგრძო, რომ გუშინ საზოგადოებამ რეალურად იხილა სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელმაც გახარიას თქმითვე, “თავის მომხრეები რომ დაემშვიდებინა, დიდ მიღწევად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების ელჩს შევუთანხმდი და არჩევნების შემდგე შევხვდებიო.”

რაც შეეხება მუქარას, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი აღნიშნავს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ამ მუქარას ვერ განახორციელებს:

“ეს არის გასაოცარი დემოკრატიის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი. პირველი რაც მოხდა ისაა, რომ გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით და ემუქრება ჩემ გუნდს, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს. მე აბსოლუტურად მინდა თითოეული ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა, ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიცაა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ მუქარის განმახორციელებელი არ არის, თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და გონივრულობის მიღმაა. ისეთ რაღაცებს საუბრობდა, მე არც გავცემ პასუხს. ” აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, გახარიას და მის გუნდს ოლიგარქი ივანიშვილი გასამართლებით დაემუქრა: “ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ.” – თქვა ივანიშვილმა.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...