მთავარისიახლეებიუკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს რუსეთმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს რუსეთმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

Published on

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქე რუსუდანი ივანეიშვილისთვის დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით (დაქირავებული მებრძოლი ) – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ივანეიშვილზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

რუსუდან ივანეიშვილი დაიბადა საქართველოში და აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურების გამოცდილება, ასევე მონაწილეობდა ავღანეთში ნატოს მისიაში. 2022 წელს უკრაინაში შეუერთდა “ქართულ ეროვნულ ლეგიონს”, და მონაწილეობას იღებდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...