მთავარისიახლეებიუკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 მებრძოლი დაიბრუნა

Published on

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს. ეს სწორედ ის სამხედროები არიან, ვინც რუსებმა ტყვეებად მარიუპოლიდან და “აზოვსტალიდან” წაიყვანეს. პატიმრებს შორის არიან დონეცკის, ლუგანსკისა და კიევის ოლქებში აყვანილი ჯარისკაცებიც.

უკრაინის პრეზიდენტი ტყვეების გაცვლის ორგანიზების გამო მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

ჩვენი 95 ადამიანი ისევ სახლშია. ესენი არიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და “აზოვსტალს”, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის რეგიონებს.

ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა იხსნის თავის ხალხს რუსეთის ტყვეობიდან, ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც ჯერ კიდევ რუსულ ტყვეობაში იმყოფება.

მადლობას ვუხდი იმ გუნდს, რომელიც მონაწილეობს პატიმრების მოძიებასა და გათავისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ყველა ჩვენი ადამიანი, რომელიც რუსეთის ხელშია. მადლობელი ვარ მეომრების, რომლებიც ავსებენ გაცვლის ფონდს და ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება, – წერს ზელენსკი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...