მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი - რუტე

უკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი – რუტე

Published on

უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

„თუ არის კონკრეტული შეკითხვა, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ მას ახლა, ამ მომენტში“ – დასძინა რუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ „ხიდის“ აშენებაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის.

რუტე დღეს ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ბოლო ერთ თვეში ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაც იმართება და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შარლ მიშელსაც შეხვდება. ევროკავშირის ლიდერებს ის უკრაინის “გამარჯვების გეგმას” გააცნობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...