მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბიშვილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს

ზურაბიშვილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს

Published on

ხელისუფლება პრეზიდენტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ედავება. სალომე ზურაბიშვილი დღეს იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.

“ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. ” თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დღეს რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ყველა უწყების წარმომადგენელი, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ცესკოს წევები, თუმცა სალომე ზურაბიშვილი სხდომაზე არ მისულა.

როგორც ხდომის დასრულების შემდეგ, რატი ბრეგაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ გაუგზავნიან წერილს, მოითხოვენ სხდომაზე მისვლას და განმარტებებს.

“განმარტებების გასაკეთებლად მოწვეული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც სამწუხაროდ არ გამოცხადდა. ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანადოდ სათანამშრომლოდ” – ამბობს ბრეგაძე

სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის -“ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე ქართული ოცნების ნარატივებით ითხოვს, პრეზიდენტის ქმედებებით ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდეს:

“სახელმწიფო ადმინისტრაციული ინსტიტუტია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მას არ აქვს უფლება იქ შტაბი გახსნას და შეხვედრები აწარმოოს. ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს რა რესურსები იქნა გამოყენებული საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების დრო” ამბობს ის.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა.

სიახლეები

“ქართული ლეგიონი” – ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დემეტრე დარჩია დაიღუპა

"ქართული ლეგიონის" ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად დაღუპულია ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია. ცნობილია,...

პარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

მათე დევიძის მხარდასაჭერად, რომელსაც დღეს უსამართლო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა...

მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება...

სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს. "აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე...