მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნებას" მოუწევს არჩევნებში დამარცხების აღიარება და ოპოზიციაში გადასვლა, ეს ტრაგედია არ არის,...

“ოცნებას” მოუწევს არჩევნებში დამარცხების აღიარება და ოპოზიციაში გადასვლა, ეს ტრაგედია არ არის, ჩვენმა პარტიამ უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე”, – ლევან სანიკიძე

Published on

შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში “ქართული ოცნება” შედეგებს, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ამის გაკეთება აუცილებლად მოუწევს, რადგან ხალხის სურვილი მაღალ დონეზე იქნება გამოხატული.

ლევან სანიკიძის თქმით:

“მე მგონია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება-სურვილი იმდენად მაღალ დონეზე იქნება გამოხატული, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარება არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” ნება-სურვილზე დამოკიდებული: მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა და არ არის ტრაგედია ოპოზიციაში გადასვლა, ეს ჩვენმა პარტიამ საკუთარ თავზე გამოცადა.

სამართლიანი სასამართლოც იქნება ამ ქვეყანაში, დამოუკიდებელი თვითმმართველობაც იქნება, ქვეყანაში გაგრძელდება დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირის წევრიც გავხდებით და ასეთ სიტუაციაში ოპოზიციაში ყოფნა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვენს პარტიას გამოატარეს, 12 წლიანი ჯოჯოხეთისა და პოლიტიკური დევნის სახით, რომელიც ახლაც გრძელდება და, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ესეც დასრულდება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...