მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ნადირაძე: მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში დაგეგმილი ღონისძიების -...

ირაკლი ნადირაძე: მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში დაგეგმილი ღონისძიების – “ორი კვირა გამარჯვებამდე” ჩატარებაში ხელს გვიშლის

Published on

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ხელისუფლების, კონკრეტულად კი თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წინასაარჩევნო შეხვედრის ორგანიზებაში ხელის შეშლაზე საუბრობს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თბილისის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე:

“დღეს, 9 საათზე, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” აქვს შეხვედრა, ძალიან დიდი ღონისძიება “ორი კვირა გამარჯვებამდე” და მერიის უსაფრთხოების სამსახური დილიდან გვიშლის ხელს, რომ ჩვენი კუთვნილი აპარატურა, ტექნიკა არ იყოს განთავსებული, რათა ხელი შეეშალოს ამ დიდ ღონისძიებას.

ეს კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს იმაზე, როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, როგორ ეშინია “ქართულ ოცნებას”. მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და, შესაბამისად, ასეთი იაფფასიანი მეთოდებით ცდილობენ ოპოზიციას ხელი შეუშალონ ამომრჩევლებთან შეხვედრაში”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...