მთავარისიახლეებიამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი და მისი სიმამრი მონაწილეობდნენ..." -გივი...

ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ [თავდასხმის საქმეში] ღარიბაშვილი და მისი სიმამრი მონაწილეობდნენ…” -გივი თარგამაძე პროკურატურის განცხადებაზე

Published on

გივი თარგამაძე პროკურატურას პასუხობს. საუბარია გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. თარგამაძის თქმით, ხელისუფლება მისი საქმის გაცოცხლებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას უკვე მეორედ ცდილობს.

მისივე თქმით, დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირების [ჭიჭინაძე-აბრამიშვილის] გამოჩენით კიდევ უფრო ნათელი ხდება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის როლი მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

“ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა. ესე არ გამოვა. რასაც მე ვედავებოდი, კონკრეტული პირების მონაწილეობას ჩემს საქმეში და ისინი უარყოფდნენ. ეს დაადასტურეს, ანუ, თურმე ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ეს ყველანი მონაწილეობდნენ და ისინი იძახდნენ რომ არა. დღეს თქვეს რომ კი, თურმე მონაწილეობდნენ ნამდვილად. ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზაშვილი, ამაში მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ თამაზაშვილი იყო შევარდნაძის დროიდან დაწყებული ზედა მეთვალყურე ამ ბანდიტური ჯგუფის და მეკავშირე, ეგ იყო ყოველთვის. მუშაობდნენ რუსებზე, ამიტომ რუსების მონაწილეობა ჩემზე თავდასხმაში ჩემთვის ნათელია სრულებით,” – ამბობს გივი თარგამაძე.

 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...