მთავარიUncategorizedქარიშხალმა "მილტონმა" აშშ-ში 16 ადამიანი იმსხვერპლა

ქარიშხალმა “მილტონმა” აშშ-ში 16 ადამიანი იმსხვერპლა

Published on

ქარიშხალმა “მილტონმა”, რომელიც აშშ-ს ფლორიდის შტატის დასავლეთ სანაპიროს ხუთშაბათს ღამით დაატყდა თავს, 16 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ CBS-ი ფლორიდის სამართალდამცავ დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება. მას შემდეგ რაც მაშველებმა დაიწყეს დატბორილი და დანგრეული ადგილების შესწავლა, მსხვერპლთა რიცხვი იზრდება.

მიყენებული ზარალის ოდენობის ზუსტი შეფასება ჯერ არ არსებობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ის მნიშვნელოვანი იქნება.

საცხოვრებელ შენობებს, ეკლესიებს, კერძო და საჯარო შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ფლორიდაში დაახლოებით 3 მილიონი შენობა კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ზოგიერთი დასახლება წყლის გარეშეცაა დარჩენილი.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...