მთავარისიახლეები"უტიფრად იტყუება, რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს" - "ენგურჰესი" წითლიძეს პასუხობს

“უტიფრად იტყუება, რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს” – “ენგურჰესი” წითლიძეს პასუხობს

Published on

შპს „ენგურჰესი“ განცხადებას ავრცელებს და “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს. ენგურჰესი აცხადებს, რომ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის დღევანდელი განცხადება დისკრედიტაცია და სიცრუეა. შპს „ენგურჰესი“ აპირებს შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართოს:

გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა. შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს.

რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას – ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არამარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა “და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა.

აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს.” ნათქვამიაhttps://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0CqpreUp2Nbj8rtAVKDNuoZ9wpNLQjfurykjB5pitGQZhKW2uV8bLDVGG5BAG5vojl&id=100057220969539 განცხადებაში.

პარლამენტის წევრის, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია, თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ. ანა წითლიძის თქმით, არსებობს ამის მტკიცებულებები და ყველა საერთაშორისო მისიას უკვე გადასცეს.

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...