მთავარისიახლეებისაზოგადოება"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთში მიესალმებიან ასეთ ნაბიჯს" - სერგეი შამბა

“თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთში მიესალმებიან ასეთ ნაბიჯს” – სერგეი შამბა

Published on

“თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთში მიესალმებიან შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს” – აღნიშნული განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” წერს.

მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას. კერძოდ, ფორმულირება “ოკუპირებული ტერიტორიები”.

შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება”. მისი თქმით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია “საომარი მოქმედებების არ განახლება და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა”.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა განიხილეს.

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...