მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნება" ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად და საუბარი იყო, როგორ უნდა გაფორმდეს ეს ყველაფერი...

“ოცნება” ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად და საუბარი იყო, როგორ უნდა გაფორმდეს ეს ყველაფერი მშვიდობიანად- ხაზარაძე

Published on

ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერებისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. კონსულტაციებიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი კოალიციური და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე და კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, ნებისმიერი კანდიდატურა განხილულ უნდა იქნას არჩევნების შემდეგ:

“საუბარი პირველ რიგში შეეხებოდა “ქართული ოცნების” დამაჯერებლად დამარცხებას, მინდა გითხრათ, რომ “ქართული ოცნება” უკვე ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად. ამიტომ პირველი რაზეც იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი როგორ უნდა გაფორმდეს მშვიდობიანად და როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ ის კურსი, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული. ეს არის ევროპისკენ კურსი და ყველა იმ რეფორმების სწრაფი გატარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება. რაც შეეხება, სხვა საკითხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ქარტიაზე და აქვე მინდა გითხრათ, რომ ძლიერი საქართველო რჩება ქარტიის მხარდამჭერი და ხელისმომწერი. აქ არაფერ ცვლილებებზე არ არის საუბარი. ეს იყო ძირითადად შინაარსი” – განუცხადა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.

ამ დროისათვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები იმყოფებიან.

კონსულტაციები კი სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 7 ოქტომბერს “კოალიცია ცვლილებების” ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...