მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საელჩოებმა "ენჯეოებსა" და პარტიებს უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ", - შალვა პაპუაშვილი

“საელჩოებმა “ენჯეოებსა” და პარტიებს უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ”, – შალვა პაპუაშვილი

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისეთი აღქმა რჩება, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ არ აღიარებს არჩევნებს, რაც, მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება. 

ამასთან, პაპუაშვილი მოუწოდებს “საელჩოებსა და უცხოელ აქტორებს”, მოუწოდონ ოპოზიციას არჩევნების აღიარებისკენ:

“ვნახეთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, რომელიც საქართველოში NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ არის დაწერილი, რომელშიც ვნახეთ ფრაზა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარების შემთხვევაშიც აუცილებლად იქნება დემონსტრაციები.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ რეკომენდაცია აშშ-ის ხელისუფლის მიმართ არის, რომ ამ დემონსტრაციებს დააკვირდეს და სოლიდარობა გამოუცხადოს. თავად ასეთის სახის ნარატივები ქმნის იმის აღქმას, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ეს არჩევნები არ აღიაროს, რაც გასაკვირი არ არის. ოპოზიციას არც 2012 წლის არჩევნები უღიარებია, არც 2016 წლის და არც 2020 წლის.

ახლაც რა თქმა უნდა, ზუსტად ასევე მოიქცევიან, არ აღიარებენ არჩევნებს. საქმე ისა, რომ ამ შემთხვევაში საელჩოების და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს გარედან დააკვირდნენ, – საქართველოში რაც ხდება, ის კი არ უნდა იყოს სხვისთვის დაკვირვების საგანი, არამედ მათ თავის მიერ დაფინანსებულ NGO-ებს უნდა მოუწოდონ, რომ არჩევნები აღიარონ.

იმ პარტიებს, რომლებსაც ასე ხშირად ეხუტებიან ხოლმე ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, ხალხის არჩევნები აღიაროს, ეს არის დემოკრატია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...