პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შეეცდება ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას და მოისმენს მათ პოზიციას პრემიერობის იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტს უკვე შერჩეული ჰყავს.
დღეს 14:00 საათზე ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს “კოალიცია ცვლილებებისთვის”, ასევე დღესვეა დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა “გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენლებთან.
კონსულტაციები გაგრძელდება ხვალაც. 8 ოქტომბერს შეხვედრა იგეგმება “ძლიერ საქართველოსთან” და “ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობასთან”.