მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარდენახში მიმდინარე შეხვედრის დროს ენმ-ს ლიდერებს თავს "ტიტუშკები" დაესხნენ

კარდენახში მიმდინარე შეხვედრის დროს ენმ-ს ლიდერებს თავს “ტიტუშკები” დაესხნენ

Published on

შეხვედრის დროს, რომელსაც ენმ-ის ლიდერები კარდენახში მართავდნენ, პარტიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” “ტიტუშკები” დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ერთ-ერთი, ვინც ჩხუბის დროს სერიოზულად დაზიანდა, ლევან მეტრეველია, რომელსაც ცხვირი გაუტეხეს და აუცილებელი გახდა კლინიკაში მისი გადაყვანა. 

“ერთიანობა-ნაციონალური” მოძრაობის ლიდერებმა, რომლებიც კლინიკაში მივიდნენ, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს:

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით – „ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ კარდანახში, გურჯაანის რაიონში მთელი დღის მანძილზე ვმართავდით შეხვედრებს. ხალხს უნდა ცვლილებები, ხალხს უნდა აღმშენებლობა და არ სურს ეს ზიზღი, პროვოკაციები. ასეთი შეხვედრის დროს ტიტუშკების რაზმი , სადღაც 10 კაცი, შეიძლება ცოტა მეტი, დაგვესხა თავს. მათ სცადეს, რომ ხელი შეეშალათ შეხვედრის ჩატარებაში, შეხვედრა მაინც ჩატარდა თუმცა, რა თქმა უნდა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელის შეშლას, ხალხის რეაქციის გამო მათ მოუწიათ უკან დახევა , თუმცა სანამ უკან დაიხევდნენ მანამდე მოახერხეს და ზიანი მიაყენეს ჩვენს ერთ-ერთ წევრს. ლევან მეტრეველი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა რა თქმა უნდა, ამის არავის არ ეშინია, იქვე ადგილზე მიიღეს პასუხი. 26 ოქტომბერს მიიღებენ საბოლოო პასუხს, ხალხს მობეზრდა პროვოკაციის, ზიზღის ეს მოჯადოებული წრე, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ვართ ჩვენ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” იმის გამო, რომ ვართ ის ძალა, რომელიც დაამარცხებს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება. ეს ადამიანები იყვნენ ტიტუშკები, როგორც ხდება ხოლმე არაფხიზელ მდგომარეობაში , ეს იყო ოცნების ხელწერა. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ იყო სოფლის მაცხოვრებელი , ამას თვითონ ადგილობრივები აღნიშნავდნენ და სწორედ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აიძულეს რომ დაეტოვებინათ ტერიტორია.

“მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი”, – ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი

„ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და მათ ყველაზე კარგად იციან როგორი ძლიერები ვართ და როგორი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის ” – განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ სოფელ კარდანახში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...