რუსეთის საოკუპაციო არმიამ რამდენიმე საათის წინ ხარკოვი დაბომბა. პუტინის არმიამ დასახლებულ ზონაზე იერიში პლანირებადი ავიაბომბებით მიიტანა. აფეთქებების შედეგად ათზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი 3 წლის ბავშვია.
რუსეთმა იერიში მიიტანა კიევზეც. უკრაინის დედაქალაქისკენ, ჯამში, 15-მდე დრონი გადაისროლეს. საჰაერო განგაში ხუთი სააათის განმავლობაში გაგრძელდა. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.