აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს და თბილისის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
შეხვედრა პრესისთვის დახურულია.
საათნახევრით ადრე ო’ბრაიენი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს შეხვდება.