მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ ვიცი, ემუქრებიან თუ არა მოკვლით ივანიშვილსა და მის კოჰორტას, მაგრამ..." -...

“არ ვიცი, ემუქრებიან თუ არა მოკვლით ივანიშვილსა და მის კოჰორტას, მაგრამ…” – მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტო გაიხსენა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს იმ დღეებს, როცა თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრენილმა ნიკოლა სარკზიმ პუტინისა და მედვედევის დამტკიცებული ექვსპუნქტიანი გეგმა ჩამოიტანა: 

“2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის გავლით, ჩვენთან ჩამოფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ნოკოლა სარკოზი, რომელმაც ჩამოიტანა ომის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმა, სადაც მე-6 პუნქტი ჩამატებული იყო რუსეთის მოთხოვნით და იყო შემდეგი შინაარსის: “აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადაო ტერიტორიების სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად”. ამაზე ჩვენი პასუხი იყო მტკიცე და შეუვალი –
1) ტერიტორიები არაა სადაო;
2) მათი სტატუსი წყდება საქართველოს მიერ საკუთარ შემადგენლობაში და ჩვენი მიწის კოსოვიზაციას ჩვენ არ დავუშვებდით.
დაინახა რა, რომ ფეხს არ ვიცვლიდით, სარკოზიმ მითხრა: “მიშა, შენ თუ ამ პუნქტს არ მიიღებ, მე აქედან გავფრინდები და ხვალ პუტინი მოგკლავს”,
“რაც არ უნდა მიქნას, არასდროს მოვაწერ ხელს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”.
რამდენიმესაათიანი კამათის შემდეგ, მედვედევმა თვითონ დარეკა და დასთანხმდა მე-6 პუნქტის ამოღებას. ამ საუბარს ჰყავს ბევრი მოწმე, თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა.
არ ვიცი მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს.
26-ში წინ ამოვუშენებთ დიდ ჯებირს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...