მთავარისიახლეებიკობახიძის მითითების შემდეგ, კუპრაშვილმა TI-ს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა

კობახიძის მითითების შემდეგ, კუპრაშვილმა TI-ს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა

Published on

ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ რაჟდენ კუპრაშვილის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კუპრაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება კანონიერია, თუმცა მისი შეცვლის მიზეზი, მისივე თქმით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეა:

საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ” განმარტა კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმა კობახიძემ განცხადება გაავრცელა და რაჟდენ კუპრაშვილს 24 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების “გადახედვისკენ” მოუწოდა.

კობახიძის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განცხადება, სადაც სადამკვირვებლო მისიების დევნის გამო ეჭვქვეშ იყო დაყენებული მოახლებული არჩევნების ლეგიტიმურობა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...