მთავარისიახლეები"მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან არჩევნების ლეგიტიმაცია" - PACE ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

“მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან არჩევნების ლეგიტიმაცია” – PACE ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

Published on

“ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები” – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC), ასევე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც აკვირდება საქართველოს მომავალ არჩევნებს, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან.

PACE-ს წარმომადგენლები გავრცელებულ განცხადებაში ხაზზგასმით მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, რომ დაიცვან არჩევნების ლეგიტიმატია.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ეს სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი “საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” გამოაცხადდა…

ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ “სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება”. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ…

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება,” – წერია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა.

საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...