მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ პოლიტპატიმარი, ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა - ლევან სანიკიძე

მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ პოლიტპატიმარი, ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – ლევან სანიკიძე

Published on

“დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა, ის ისჯება იმისთვის, რაც არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ისჯება იმ წარმატებისთვის, რასაც ქართველ ხალხთან ერთად 2003-12 წლებში მიაღწია და მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის”, – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ლევან სანიკიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წლის თავზე ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია.

ლევან სანიკიძის თქმით, “მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ, აღარავის ეპარება ეჭვი პოლიტიკური ნიშნით მის პატიმრობაში. არამხოლოდ პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილისა და პირადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ტყვე.

ამაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მიღებულია არაერთი რეზოლუცია, ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის სენატის, კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებები, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითი, რისი მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ისჯება იმისთვის, რაც არ დათმო რუსეთს 2008 წელს, იმისთვის, რომ უარი არ თქვა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და მეტიც, 2008 წლის შემდეგ მან გააგრძელა ახალი, ძლიერი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ის ისჯება იმ წარმატებისთვის, რაც მან ქართველ ხალხთან ერთად, 2003-დან 2012 წლამდე შექმნა.

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე. 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება საქართველო, რაც უარს იტყვის იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რაშიც ჩვენი ქვეყანა არის დღეს მოქცეული, დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, შესაბამისად, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილიც, ვინაიდან და რადგანაც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, იმ ქვეყნებში, სადაც ისწრაფვიან დასავლეთისკენ, პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.

სიახლეები

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სოფელ გომთან 1 საათზე მეტია გაჩერებულია

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სოფელ გომთან, ხაშურთან ახლოს, 1 საათზე მეტია გაჩერებულია. სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. მოქალაქის ცნობით,...

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. ფაქტზე...

მადურო მის მეუღლესთან ერთად დავაკავეთ და ქვეყნიდან გამოვიყვანეთ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ვენესუელის...

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...