მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამარჯვების პირველივე წელს ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას...

გამარჯვების პირველივე წელს ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას – ბოტკოველი

Published on

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, “ყველაფერი ნათელია მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ვიხილეთ თელავში “ქართული ოცნების” მასობრივი თავშეყრა, სადაც ადამიანები ძალით მიიყვანეს და ამ შეკრებაზე მოვისმინეთ ისტორიის უცოდინარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელმაც ისაუბრა და თავად ახსენა აღა-მაჰმად ხანი. მე მას ვეტყვი, რომ სწორედ ის არის კახელებისთვის თანამედროვე შაჰ-აბასი, და აღა-მაჰმად ხანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა ქართველი ხალხის როგორც უფლებები, ისე მათი ყოველდღიური ყოფა.

ხელისუფლებამ მიატოვა ხალხი, სოფლები, საიდანაც მიმდინარეობს მასობრივი ემიგრაცია, ფაქტობრივად, მუშახელი არ არის დარჩენილი და ეს რეალობას შექმნა ივანიშვილის 12 წლიანმა კორუმპირებულმა მმართველობამ. ერთადერთი გამოსავალი, რაც არის დარჩენილი, ეს არის 26 ოქტომბერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს და ქვეყანას ამ განსაცდელიდან გამოვიყვანთ.

არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს იზოლაციაში, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მთელი ქვეყნის და, პირველ რიგში, კახეთის მოსახლეობას: გამარჯვებისთანავე ჩვენ დავიწყებთ სასწრაფო მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, რათა საქართველომ მიიღოს ყველა ის სიკეთეები, რასაც ევროკავშირი გასცემს თავისი წევრი და კანდიდატი ქვეყნებისთვის და ამის მაგალითია პოლონეთი, რომელმაც გაწევრიანებიდან 10 წლის განმავლობაში მიიღო 256 მილიარდი ევრო. გამარჯვებისთანავე ჩვენ მივიღებთ 14 მილიარდ ევროს, რაც რეალურად, ქართველი ხალხის საჭიროებებს მოხმარდება. 

პირველივე წელს ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას, რათა მათ ელემენტარული გაჭირვებიდან გამოსვლა და მიწების დამუშავება შეძლონ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტების მხარდაჭერა და ჩვენ შევქმნით 1 მილიარდიან პროგრამას, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ არის ინიცირებული და სწორედ ამ თანხით დავეხმარებით ჩვენს ემიგრანტებს, რომ შეძლონ საქართველოში დაბრუნება და ჰქონდეთ საშუალება, ოჯახები არჩინონ. 

26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, 26 ოქტომბერი არის ქვეყანაში გაჭირვების, უბედურების, შუღლის, ბოღმის და იმ ყველაფრის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გამოსცემს, დამარცხების დღე და ჩვენ აუცილებლად, ერთიანობით ვიზეიმებთ ამ დღეს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...