მთავარისიახლეები"დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში" - აშშ-ის საელჩოს პასუხი...

“დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში” – აშშ-ის საელჩოს პასუხი “ოცნების” პროპაგანდას

Published on

საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო პასუხობს და აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში კვლავ იჩინა თავი დეზინფორმაციამ:

„მეორე ფრონტთან” დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.
სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში.
სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ; რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ” წერს დიპლომატიური უწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო .

მიზეზად დასახელდა საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებები შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი საქართველოსგან “მეორე ფრონტის” გახსნას ითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...