არც ერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი -პრეზიდენტი დიასპორას

0
10

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და ემიგრანტების აქტიურობა იყო.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული ქარტიის მნიშვნელობასა და ოპოზიციური გაერთიანებებს თანამშრომლობაზე.

“ქარტიაზე ამ პარტიების ერთად დადგომა და მათი ხელმოწერის მიღება არ იყო მარტივი. არც ერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი. იძულებული იქნებიან, რომ ერთმანეთთან კომპრომისებზე წავიდნენ…

თუ გვინდა, რომ აღვადგინოთ სავალუტო ფონდთან პროგრამა, ბევრი რამე არის დამოკიდებული იმაზე რომ ამათმა ერთად იმუშაონ. ეს არის პირდაპირ ხელმოწერილი დაპირება ხალხის წინაშე, ჩემ წინაშე კი არა, მე შეიძლება ხვალ ვიყო, არ ვიყო, და ეს ხალხი თუ კიდე ვინმემ სცადა და მოატყუა, უკვე ისე გამოვა, რომ ვერავინ ვერ გადაურჩება შემდეგ არჩევნებზე” თქვა პრეზიდენტმა.

წინა სტატია“დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში” – აშშ-ის საელჩოს პასუხი “ოცნების” პროპაგანდას
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა, სეტყვა და შტორმი – ხვალიდან ამინდი გაუარესდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური